„ნაეკი“ განცხადებას ავრცელებს იმ უნივერსიტეტების საყურადღებოდ, რომლებსაც აბიტურიენტების მიღება სურთ
02-12-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებსაც მომავალ სასწავლო წელს აბიტურიენტების მიღება სურთ, ინფორმაციას ავრცელებს.
„უმაღლესმა სასწავლებლებმა საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით, პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა-კითხვარი“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.