13 წლის მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა საგრძნობლად გაიზარდა ბიჭების რაოდენობა, რომელთაც სიგარეტი არ გაუსინჯავთ
12-12-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 13 წლის მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია. ამასთან, 44.2% აცხადებს, რომ სიგარეტის შოვნა ძალიან ადვილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ESPAD მეთოდოლოგიით 2019 წელს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 279-მა სკოლამ მიიღო და ჯამში 16 წლის 3092 მოსწავლე გამოიკითხა. კვლევის შედეგები ცენტრმა ახლახანს გამოაქვეყნა.

გამოკითხული მოსწავლეების 21%-მა მოწევა (ბიჭების 28% და გოგონების 14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 3%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) ამავე ასაკში დაიწყო ყოველდღიური მოწევა. 2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც თამბაქო საერთოდ არ აქვს მოწეული.

ელექტრონული სიგარეტი - კვლევის შედეგების მიხედვით ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია მოსწავლეთა 9%-მა.  ყოველდღიური გამოყენება კი 2%-მდა დაიწყო.

ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დაწყების მიზეზად ცნობისმოყვარეობა დაასახელა 24%-მა, მეგობრების შეთავაზებით - 4%-მა პროცენტმა, ხოლო თამბაქოსთვის თავის დასანებებლად - 2% -მა.

ჩილიმი - გამოკითხული მოსწავლეების 5%-მა ჩილიმი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; 8%-მა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და 11%-მა 12 თვეზე ხანგრძლივი პერიოდის წინ.

მოსწავლეთა 75%-მა აღნიშნა, რომ არასოდეს მოუხმარია ჩილიმი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, ბიჭების მნიშვნელოვნად დაბალ წილს აქვს მოხმარებული ჩილიმი.

გახურებადი თამბაქო - მოსწავლეთა 8%-ს ოდესმე მოუხმარია.

3%-მა გახურებადი თამბაქო მოიხმარა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს გახურებადი თამბაქოს მოხმარება პირველად გამოიკვლიეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203