სკოლებისა და მასწავლებლების რაოდენობა შემცირებული, მოსწავლეების კი გაზრდილია - 2020/2021 სასწავლო წლის სტატისტიკა
03-12-2020

წინა სასწავლო წელთან შედარებით, წელს შემცირებულია სკოლებისა და მასწავლებლების რაოდენობა, ხოლო მოსწავლეების გაზრდილია. აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემებში აქვს აღნიშნული.

2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 223 კერძო.  წინა სასწავლო წელთან შედარებით კი ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 4 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

შემცირებულია მასწავლებლების რაოდენობაც. 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სკოლებში დასაქმებული იყო 62 699 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ. კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8% -ია.



რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას და სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო წლის დასაწყისისთვის 609.1 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი. ამასთან,  ყველაზე მეტი მოსწავლე (34.9%) თბილისში სწავლობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203