ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ტერეზა ჩივჩიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციით მიიღო.
„სემესტრის ბოლომდე, ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, რეკომენდაცია განათლების სამინისტროსგან მივიღეთ“,-ამბობს ჩივჩიანი „სამხრეთ კარიბჭესთან“ საუბრისას.
კოორნავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, სამცხე–ჯავახეთის 77 სკოლაში სწავლობენ დისტანციურად. ქალაქ ახალციხეში სწავლების „ონლაინ“ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით სამინისტროს მშობლებმა მიმართეს.