ვაქირის სკოლის მოსწავლეები ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ
27-10-2017

ვაქირის სკოლის მოსწავლეებმა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. 

პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ:


მე–12 კლასის მოსწავლე გოგი ხუციშვილი; 

მე–11 კლასის მოსწავლე შოთიკო ხელაშვილი; 

მე–8 კლასის მოსწავლეები ლუკა ხატიაშვილი, თიკა ბაბალაშვილი და ანა კვირიკაშვილი.

ასევე მადლობა გამოეცხადათ ქართული ენის მასწავლებელს ნატალია ტაველიშვილს და სკოლის დირექტორს იზოლდა ბუღათრიშვილს.

სკოლის დირექცია აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებმა დაიპყრეს მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტი". განსაკუთრებით აღსანიშნავია მე–4 კლასის მოსწავლის ნინო ნანობაშვილის წარმატება: მან რეგიონში დაიკავა მე–9 ადგილი.

ვაქირის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ყველა მოსწავლეს და უსურვებს წარმატებებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203