როდის გამოაცხადებენ სკოლები ვაკანსიებს პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩასანაცვლებლად - ახალი ვადები კანონში ჩაიწერა
04-12-2020

მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სკოლები ვაკანსიას იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას გამოაცხადებენ, რომლებიც სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ. აღნიშნულს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილება ითვალისწინებს. 

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ბოლო დადგენილების მიხედვით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა კონკურსს გამოაცხადებს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

ბოლო მონაცემები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში 5 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგია. მათი უმეტესობა დარეგისტრირებული იყო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საბოლოოდ სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცდა გადაიდო.

იხილეთ ასევე: პედაგოგს 2021 წლის სექტემბრამდე გამოცდაზე მეორედ გასვლა და წინა შედეგის შენარჩუნება შეეძლება - სიახლე პრაქტიკოსებისთვის

პრაქტიკოსი პედაგოგები გამოცდაზე 1,4, 7 და 10 კრედიტის დაგროვებას კვლავ შეძლებენ - სკოლაში უფროს მასწავლებლად დასაქმების პირობები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203