დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
27-10-2017
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

პერსონალური კომპიუტერი სკოლის სამ მოსწავლეს გადაეცა ნანუკა მოსეშვილს, ნანი რთველაძესა და თამარ ბესალაშვილის.

სამივე მათგანს საბაზო საფეხურის დასრულებისას, ყველა საგანში ათი ქულა დამრგვალების გარეშე ჰქონდა მიღებული. 
 
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ''ჩემი პირველი კომპიუტერის'' მიზანი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა. წელს საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2 557-ია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203