რა არის კომპლექსური დავალება და როგორ უნდა შექმნათ - გზამკვლევი პედაგოგებისთვის
07-12-2020
კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას. ის შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.
აღნიშნული დავალებები ამ ეტაპისთვის დაწყებით საფეხურზეა დანერგილი, თუმცა სამომავლოდ საბაზო საფეხურზეც იგეგმება აქტიურად ჩართვა.
კომპლექსური დავალება თავდაპირველად ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაინერგა და თანდათან ყველა სკოლას მოიცავს.
ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად ახსნილი და ნაჩვენებია, კომპლექსური დავალების შექმნის ხერხი, მიზანი და კონკრეტული მაგალითი.