2020-2021 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის მიხედვით ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გრძელდება. თუმცა წელს მოსწავლეებს არდადეგების პერიოდი უხანგრძლივდებათ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული შეზღუდვების მიხედვით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი 15 იანვარს არც მოსწავლეებისთვის და არც მასწავლებლებისთვის არ განახლდება. 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირას ემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ სწავლა 18 იანვარს ორშაბათს განახლდება. ამასთან, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე სკოლები კვლავ დაისვენებენ. საერთო ჯამში, მოსწავლეები და მასწავლებლები ზამთრის არდადეგების პერიოდში 18 დღით 30 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.
უფრო მეტი სიზუსტე, რომ შევიტანოთ, არდადეგების გახანგრძლივების თემასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, მოსწავლეებისგან განსხვავებით, კანონის თანახმად, მასწავლებლებს ოფიციალური დასვენების დღე 1,2 და 7 იანვარი აქვთ, თუმცა პანდემიამ ყველაფერი სხვანაირად დაალაგა. დისტანციური სწავლების შემთხვევაში მასწავლებლებსაც მოსწავლეების მსგავსად უწევთ დასვენება და 18 იანვრამდე დაისვენებენ იმ სკოლის მასწავლებლებიც, სადაც დასწრებითი სწავლებაა, რადგან უქმე დღეების რაოდენობა, წელს ყველასთვის გაიზარდა.
შეგახსნებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი ქვეყნის უმეტეს სკოლაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეიცვლება თუ არა სწავლის რეჟიმი მომავალი სემესტრისთვის უცნობია. აღნიშნული ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარებაზეა დამოკიდებული.
იხილეთ ასევე: 2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი