დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის მართვაში მონაწილეობის მისაღებად 1 700 მოხალისე სტუდენტი გადამზადდა და ამ დროისთვის მათგან 800 სტუდენტი მონაწილეობს კორონავირუსის მართვაში.
„დაახლოებით 1700 სტუდენტი გადამზადდა, 800 აქტიურად იყო ჩართული. პენსიონერ ექიმებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია“,-აცხადებს გამყრელიძე.
კითხვაზე, იღებენ თუ არა კორონავირუსის მართვაში მოხალისეებად ჩართული სტუდენტები ანაზღაურებას, გამყრელიძე დასძენს, რომ: „ზოგიერთს აქვს კონტრაქტები გაფორმებული შესაბამის კლინიკებთან, ხოლო ძირითადი მაინც მოხალისეა“.