საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში საგნის ''მე და საზოგადოება'' სტანდარტის პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს
30-10-2017
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ჩატარდა საპრეზენტაციო გაკვეთილი ''მე და საზოგადოება'', რომელიც დაიგეგმა ამ საგნის სტანდარტის გათვალისწინებით. 

III კლასის დამრიგებელმა ელენე შიოშვილმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მოამზადა თემა - ''ჩემი ოჯახი''. გაკვეთილს წინ უძღვოდა მშობლებთან ''მე და საზოგადოების'' სტანდარტის განხილვა და მასწავლებლის მიერ მომზადებული ბანერისა და ვიდეორგოლის გაცნობა, რამაც მშობლებში დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

სკოლაში კვლავაც გრძელდება ''მე და საზოგადოების'' სტანდარტის პილოტირება და მასწავლებლები ახორციელებენ  მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ სადამრიგებლო საათებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203