რა არის აფენის N2 სკოლის თავისუფალი გაკვეთილების მიზანი და შედეგი
30-10-2017

აფენის N2 სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება გრძელდება. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი "შევინარჩუნოთ ქართული ხალხური სიმღერების ტრადიცია და გადავცეთ მომავალ თაობას" ჩატარდა:

''თავისუფალი გაკვეთილის - "შევინარჩუნოთ ქართული ხალხური სიმღერების ტრადიცია და გადავცეთ მომავალ თაობას" მიზანია ქართული ხალხური სიმღერის კლუბის შექმნით, შევინარჩუნოთ ქართული ხალხური სიმღერების ტრადიცია და გადავცეთ მომავალ თაობას.''

თავუსუფალ გაკვეთილებში ჩართული არიან 7-8 კლასის 25 მოსწავლე (მათ შორის 14 გოგონა და 10 ბიჭი).

კურსის ფარგლებში ჩატარდება 20 საათი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები:

1.    თეორიული გაკვეთილები ქართული ხალხური სიმღერების თემაზე -2სთ.

2.    პრაქტიკული  რეპეტიციები სიმღერების გაკვეთილები-17სთ.

3.    ძველი და ახალი  თაობის  მომღერალთა ერთობლივი ღონისძიება -1სთ.

თავისუფალი გაკვეთილის პროექტის საბოლოო შედეგია მოსწავლეებმა შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერები და დაეუფლონ ქართულ-ხალხურ საკრავებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203