''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' მფლობელმა ბოლნისის კერძო სკოლა ''დავითიანში'' სახალისო აქტივობები განახორციელა - იხილეთ ვიდეო
30-10-2017
მასწავლებელის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანს“ ესტუმრა.

ლადო აფხაზავამ, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სახალისო აქტივობები განახორციელა.  

როგორც სკოლის წარმომადგნელები აღნიშნავენ, სახალისო აქტივობებში მასწავლებლები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები ჩაერთნენ:

''ლადო აფხაზავა სკოლის დირექტორს მარინა გორშკოვას შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გაირკვა, სტუმარი კვლავ გეგმავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩასვლას და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით ღვაწლმოსილი და წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოებას. ამის შესახებ ლადო აფხაზავა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძეს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა.''

''აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმარს ჯილდოს მიღებამდე არაერთხელ ჰქონდა ჩვენს სკოლასთან მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობა’’- განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

ლადო აფხაზავამ სკოლა ''დავითიანი''- ის თანამშრომლებთან ერთად ბოლნისის გერმანული უბანიც მოინახულა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203