რა უჯდება მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგები სახელმწიფოს? - წლიური თანხები
12-12-2020


მასწავლებლებს ტრენინგების გავლას კანონი ავალდებულებს. უფრო მეტიც, სხვადასხვა სტატუსის მასწავლებლისთვის სასწავლო წლის განმავლობაში გასავლელი სავალდებულო ტრენინგების მინიმალური საკონტაქტო საათებიც კი დადგინდა.

რა თქმა უნდა, სავალდებულო ტრენინგები მასწავლებლებისთვის უფასოა და მათ ჩატარებას ბიუჯეტი აფინანსებს.

რა უჯდება სახელმწიფოს პედაგოგებისთვის ჩატარებული ტრენინგები? - ამ კითხვით ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრს მივმართეთ. როგორც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვარკვევთ, ბოლო 3 წელში ამ თანხამ 5 მილიონ 216 631 ათასი ლარი შეადგინა. 

ბოლო სამი წლის მიხედვით, მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული ტრენინგებისთვის გაღებული თანხები ასეთია:

2018 წელს - 2 439 209 (ორი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ორას ცხრა) ლარი დახარჯა;

2019 წელს - 2 491 994 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი დაიხარჯა;

2020 წელს - 285 428 (ორას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას ოცდარვა) ლარი.

როგორც აღმოჩნდა, სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგებს აქტიურად უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომლის საშუალებითაც ისინი კრედიქტულებსაც აგროვებენ და ამისთვის არცთუ ისე პატარა თანხებია გამოყოფილი. როგორც წესი, წლის განმავლობაში ტრენინგებში 2 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება, გამონაკლისი 2020 წელია, რაც თავის მხრივ პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას შეიძლება დავუკავშიროთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

გადაიხდის თუ არა პედაგოგი სავალდებულო ტრენინგებში თანხას და რა გელით, თუ მათ გავლაზე უარს იტყვით? - მენტორს გაუფორმდება უფროსის ხელშეკრულება

მასწავლებლებისთვის სტატუსის მიხედვით სავალდებულო ტრენინგების მინიმალური საათები დადგინდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203