ცნობილია ვადა, როდესაც მაძიებელი პედაგოგები სტატუსს აიმაღლებენ - ბერიკა შუკაკიძის ბრძანება
11-12-2020

სკოლის მიერ მაძიებელი მასწავლებლის შეფასებისა და წარდგენის ვადები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით განისაზღვრა.

ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლების შეფასების და წარდგინების ვადად 14 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. ხოლო, პედაგოგები, რომლებმაც პროგრამა წარმატებით გაიარეს სტატუსს იანვარში აიმაღლებენ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა, აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასოს და წარადგინოს მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უფლება მიეცათ აღნიშნული ვალდებულებები შეესრულებინათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

იხილეთ მასწავლებლობის მასძიებელთა შეფასების სქემა

მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

1) დაწეროს მაძიებლის შეფასების ბრძანება და ატვირთოს კურსის შეფასების გასწვრივ(ბრძანების ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში)

2) გაგზავნოს წარდგინება ელექტრონული ფორმით ( სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან-eschool)

3) მოამზადოს წერილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით აცნობოს ცენტრს(წერილის ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში)

4) შეაფასოს მასწავლებლობის მაძიებლის პორტფოლიოში ატვირთული ყველა აქტივობა(ატივობების შეფასების ინსტრუქცია გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამ ინსტრუქციას გაგიზიარებთ თქვენც)

ზემოთ ჩამოთვილი აქტივობების ჩამონათვალი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203