ბალღოჯიანის საჯარო სკოლის საშემოდგომო ღონისძიებაში მთელი სოფელი ჩაერთო
30-10-2017
ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა - ''შემოდგომა საქართველოს კუთხეებში''. 

ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს, თუ როგორ ხვდებიან შემოდგომას რაიონებში.

სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის ეზოში მოეწყო საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძების დეგუსტაცია.

''საშემოდგომო ღონისძიების გამართვა ბოლო წლებია, ჩვენი სკოლის ტრადიციად იქცა. მისი მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ საქართველოს კუთხეების განსხვავებული ტრადიციები, დამახასიათებელი კერძები... ღონისძიება იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, მთელი სოფელია ჩართული,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203