ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ხელფასების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მომჭირნეობის წელია. მისი განმარტებით, ბიუჯეტიდან ფული პირველ რიგში საჯარო მოხელეების ხელფასებს მოაკლდებათ, თუმცა მათში არ შედიან მასწავლებლები, ჯარისკაცები და პოლიციელები.
„ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.
თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები.
რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.