სახალხო დამცველის განცხადებით, კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ვინაიდან ხშირად მათი საბაზისო საჭიროებებიც არ არის დაკმაყოფილებული.
„აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებები თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც დისტანციური სწავლების პროცესში, ინტერნეტისა თუ კომპიუტერული ტექნიკის არქონის გამო განსაკუთრებით პრობლემურია სიღარიბეში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.