როგორი უნდა იყოს გაკვეთილი, რომ მოსწავლეებმა ინტერესით, ხალისითა და მოტივაციით შეასრულონ დავალება
30-10-2017

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის XI კლასში ჩატარებული გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ''სულო ბოროტო''-ს მიეძღვნა.

გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათია გოირგაძემ ჩაატარა.

როგორც თავად ნათია გიორგაძე აღნიშნავს, მოსწავლეები ინტერესით, ხალისითა და მოტივაციით ასრულებდნენ დავალებას:

''გაკვეთილი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ნათელი მოაზროვნის, ქართველი პატრიოტისა და რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილს მიეძღვნა. მოსწავლეები ინტერესით, ხალისით და მოტივაციით ასრულებდნენ ჩემ მიერ მიცემულ დავალებას. მათ წაიკითხეს ლექსი, მონიშნეს საკვანძო ფრაზები, გასცეს პასუხები სახელმძღვანელოში  მოცემულ კითხვებს და გაანალიზეს  მთავარი სათქმელი ლირიკული გმირის განწყობის ამოსაცნობად.

განსაკუთრებით  საინტერესო  იყო, როცა მოსწავლეთა უმრავლესობამ ამ ლექსის მიხედვით  ''ილუსტრაციების'' შექმნა მოისურვა.  ისინი სიტყვებით ''ხატავდნენ'' შავ-ბნელ, იდუმალ,  მისტიკურ  ''ნახატებს'',  რაც ხელს უწყობდა კრეატიული იდეების გენერირებას.

აღმოჩნდა, რომ  ლექსის საერთო სულისკვეთებამ მოსწავლეებზე სასურველი ზემოქმედება  მოახდინა და მათთვის ლექსი და მისი ავტორი საინტერესო გახადა.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203