სენაკის ეკო-კლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
30-10-2017
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში კლიმატის კვირეულის დახურვა გაიმართა.

კლიმატის კვირეულში ჩართულია სენაკის N1 სკოლის ეკო-კლუბი "ეკოერები", ძველი სენაკის სკოლის ეკო-კლუბი "მწვანე გარემო" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკო-კლუბი "მწვანე ერთობა". 
კვირეულის ფარგლებში ეკო-კლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.  


აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ პროექტის კოორდინატორი გვანცა მალანია და პედაგოგი მამუკა კუჭავა.

მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ თემაზე - "ნარჩენების მართვა". მათ ასევე დაამზადეს კედლის გაზეთები სკოლისთვის, მოაწყვეს ნახატების გამოფენა -"ჩვენ და ბუნება", ასფალტზე დახატეს და გამართეს პერფომანსი -"კლიმატის ცვლილაბა ეს რეალობაა". 

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თანატოლებს გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდეს. 

პროექტი "ახალგაზრდების ინიციატივა ევროპული გამოცდილების პოპულარიზაციისთვის" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "ახალგაზრული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისათვის''(SYNCS) ფარგლებში ხორცილდება. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203