მოსწავლეებმა, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს 2019-2020 სასწავლო წელი მათთვის განკუთვნილ ლეპტობებს ჯერ ისევ არ მიუღიათ. აღნიშნულის მიზეზად განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.
წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემის ვადები აინტერესებთ პედაგოგებსაც, სწორედ ამ მიზნით მისწერა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სამინისტროს. უწყების მიერ გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ მოსწავლეებს ლეპტოპები მიმდინარე, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გადაეცემათ, თუმცა წერილში კონკრეტული ვადები დასახელებული არ არის.
„2019-2020 წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, ბუკების შესყიდვა და გადაცემა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაიმართება 2020-2021 სასწავლო წელს. ვიმედოვნებთ რომ მოსწავლეები კვლავ გააგრძელებენ უმაღლეს შეფასებებზე სწავლას. 2020-2021 სასწავლო წელს, ყველა წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოების თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ მასწავლებლისთვის მიწერილ წერილში.
იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრომ არ გვიპასუხა კითხვაზე: როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები - შეიცვალა თუ არა მათი გამოვლენის პრინციპი?