მასწავლებლის მაქსიმალური ანაზღაურება 1980 ლარი იქნება - 2021 წლიდან ხელფასის მატება მთაში დასაქმებულ პედაგოგებსაც შეეხებათ
12-12-2020
საქართველოს მთავრობა მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მთავრობის განცხადებით, მაღალმთიან დასახლებებში წლიურად 10 ათასზე მეტ მასწავლებელზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით.

მასწავლებლების ანაზღაურება მთაში:

2020 წელს - 800-დან 1880-ლარამდე
2021 წელს - 865-დან - 1980-ლარამდე

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ხელფასები 2021 წლიდან ქვეყნის მასშტაბით იზრდება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და პროექტები:

  • აშენდა 37 სკოლა;
  • სრული რეაბილიტაცია ჩატარდა 31 საჯარო სკოლაში, ასევე ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების 100-ზე მეტი პროექტი;
  • მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა;
  • აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი;
  • რეაბილიტირდა მაღაროსკარისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონები;
  • ტრანსპორტი ემსახურება მაღალმთიანი სოფლების თითქმის ყველა სკოლას;
  • არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლებში გაიხსნა უფასო წრეები;
  • მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლია სტუდენტებს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან დასახლებაში;
  • პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში შორეულ, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში დასაქმდა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების 150-ზე მეტი კონსულტანტ-მასწავლებელი;
  • 28 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა ჩართულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დისტანციური სწავლების პროგრამაში;
  • მაღალმთიან დასახლებაში მდებარე მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა გაიცემა;
  • მაღალმთიან დასახლებებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები ასევე უზრუნველყოფილნი არიან 35%-ით გაზრდილი სახელფასო დანამატით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203