თელავის მე-4 საჯარო სკოლამ ''მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი'' ჩაატარა
10-10-2016
თელავის მე-4 საჯარო სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაგეგმილ პროექტში, სახელწოდებით, ,,მსოფლიოს ყველაზე მაშტაბური გაკვეთილი", მიიღო მონაწილეობა. 
  
ღონისძიების ფარგლებში ერთდროულად ჩატარდა გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში.
 
გაკვეთილი ჩაატარეს ინგლისური ენის მასწავლებელმა მარი ყურაშვილმა, გეოგრაფიის მასწავლებელმა მზია ყურაშიძემ და ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისემ სლავომირ პოდრაზამ. გაკვეთილი ჩატარდა მე-12 კლასის მოსწავლეებთან.

პროექტი გულისხმობდა მოსწავლეებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ,,მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების'' გაცნობას. კერძოდ, ფოკუსირება გაკეთდა მეხუთე მიზანზე - ,,გენდერული თანასწორობა''.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203