''ბუნებრივი რესურსები და მათი მნიშვნელობა'' - თავისუფალი გაკვეთილი სენაკის N1 სკოლაში
30-10-2017
სენაკის N1 სკოლის მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ მოსწავლეებს თავისუფალი გაკვეთილი ჩაუტარა. 

გაკვეთლის თემა იყო ''ბუნებრივი რესურსები და მათი მნიშვნელობა'', რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეებს დასაწყისშივე გააცნო. 

მაწავლებელმა, მოსწავლეებს გაკვეთილზე დაურიგა სტიკერები და სთხოვა ჩამოეწერათ მათ რეგიონში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რომელიც ტურისტებისთვის იქნებოდა მიმზიდველი. მოსწავლეებმა დააჯგუფეს წინასწარ გამზადებულ ფლიფჩარტის ერთ მხარეს ორგანული, ხოლო მეორე მხარეს არაორგანული რესურსები.  

გაკვეთილზე ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ბუნებრივი რესურსები და მათი მნიშვნელობა.

პრეზენტაციის ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეები ორ ჯგუფად დაყო და კომპიუტერში წინასწარ ჩატვირთული საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და წითელ ნუსხის ობიექტები შესთავაზა.
 
მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ გაკვეთილის დასაწყისში მათ მიერ დასახელებული ობიექტები, არის თუ არა აღნიშნულ ჩამონათვალში და თითოეული კატეგორიიდან მათვის სასურველ ობიექტზე ინფორმაცია მიეღოთ. 

გაკვეთილის ბოლოს გაიმართა განხილვა-დისკუსია, რომელიც სკოლის წარმომადგენლების თქმით, საინეტერესო და მრავლის მომცემი იყო მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203