ამ სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში 2 845 მოსწავლე გადავიდა
14-12-2020

პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას ყველაზე მეტად კერძო სკოლის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმე ფინანსურ დარტყმას აყენებდა სკოლებს, ამიტომაც მთავრობას სწავლის დასწრებით რეჟიმის დაშვებას სთხოვდნენ, თუმცა მათი წინადადება არავის გაუთვალისწინებია.

ბოლო რამდენიმე წელში პირველად წელს,  კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში კერძო სკოლიდან საჯაროში 2 845 მოსწავლე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საჯაროდ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ მიაწოდა.

გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების დღიდან 2020 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, კერძო სკოლების 2845 მოსწავლე გადავიდა საჯარო სკოლაში“, - ნათქვამია სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ტენდენცია წელს შეიცვალა. 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 59 966 მოსწავლე ირიცხებოდა, მაშინ, როცა 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 62 771 მოსწავლე სწავლობდა. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ონლაინ სწავლების დაწყებიდან დღემდე სულ უფრო მეტად მცირდება კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, შესაძლოა, კერძო სკოლების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშეც კი დადგეს. 

კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ დეტალური ცხრილი იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ასევე: კერძო სკოლები მასწავლებლებს ხელფასებს ვერ უხდიან - რა პრობლემები შეექმნათ სასწავლო დაწესებულებებს

„მოგვიწევს დაფიქრება, როგორ გავაგრძელოთ არსებობა“ - კერძო სკოლების პედაგოგები, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ

კერძო სკოლების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს - პედაგოგები დისტანციურ სწავლებას აპროტესტებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203