მიიღებენ მასწავლებლები მე-13 ხელფასს?! - შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება საახალწლო პრემიებზე?
16-12-2020

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ე.წ. მე-13 ხელფასის საკითხი. ეს არის ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციები თანამშრომლებს მთელი წლის დაუღალავი შრომისთვის აჯილდოებენ და და მომავალი წლისთვის დამატებით მოტივაციას აძლევენ.

წინა წლების მსგავსად, etaloni.ge ამჯერადაც დაინტერესდა, ელიან თუ არა პედაგოგები მეცამეტე ხელფასს და შეიცვალა თუ არა ამ კუთხით რამე სკოლებში. 

აღნიშნულ კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უცვლელი პასუხი გაგვცა. იმის გამო, რომ საჯარო სკოლას ავტონომია აქვს და არსებულ ბიუჯეტს დირექტორი განსაზღვრავს, მასზეა დამოკიდებული პედაგოგები მიიღებენ თუ არა პრემიას ან რამდენი პედაგოგი წახალისდება საახალწლოდ. თავისთავად ცხადია, კერძო სკოლებში მასწავლებლისთვის დამატებითი ანაზღაურების მიცემაც მთლიანად დირექტორის სურვილზეა დამოკიდებული.

არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სკოლების უმეტესობაში საახალწლო პრემია ანუ ე.წ მე-13 ხელფასი მასწავლებლებისთვის „უცხო ხილია“. სკოლის დირექტორების ამის მიზეზად სკოლებში არსებულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ. მხოლოდ პედაგოგების მცირე ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ საახალწლოდ ხელფასის გარკვეული პროცენტი დამატებით დარიცხვიათ, თუმცა ეს არც ყოველწლიურად ხდება და არც ყველა მასწავლებელს შეეხება.

იხილეთ ასევე: სტატუსიან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები განისაზღვრა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203