თუ მაძიებელ პედაგოგს აკადემიური კურსი არ აქვს დასრულებული, დირექტორი ვერ შეაფასებს. 25 დეკემბრის ჩათვლით მაძიებლებს საშუალება აქვთ eschool-ში ყველა საჭირო დოკუმენტაცია ატვირთონ. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს.
„ვისაც აკადემიური კურსი დასრულებული აქვს ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან ან დაასრულებს დეკემბრის 16 რიცხვის ჩათვლით, აკადემიური კურსის შეფასება eschool-ში აესახება 19-20 დეკემბრისთვის. სანამ აღნიშნული შეფასება არ აისახება, სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს, შეუფასოს მასწავლებლობის მაძიებელს მთლიანი კურსი და გააკეთოს წარდგინება eschool-ის სისტემიდან. დაელოდეთ აკადემიური კურსის შეფასების ასახვას და ამის შემდგომ შეაფასებინეთ სკოლის დირექტორს ყველა ატვირთული დოკუმენტაცია, რათა წარგადგინოთ სტატუსის ცვლილებაზე.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, 14 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს საშუალება აქვს შეგიფასოთ eschool-ში ატვირთული დოკუმენტაცია და თქვენც გაქვთ საშუალება ამ პერიოდში ატვირთოთ დარჩენილი დოკუმენტები“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: ცნობილია ვადა, როდესაც მაძიებელი პედაგოგები სტატუსს აიმაღლებენ - ბერიკა შუკაკიძის ბრძანება