17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა ამჯერად არა დღესასწაულზე, არამედ ამ დღეს სკოლების დასვენება-არდასვენების საკითხს შევეხებით. ისევე როგორც ყველა სხვა დღესასწაულის მოახლოებისას, ახლაც გაჩნდა აქტუალური კითხვა, ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები 17 დეკემბერს. ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა და რა თქმა უნდა, უარყოფითია, რადგან ბარბარობა არ არის უქმე დღეების ჩამონათვალში, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ჩვეულებისამებრ წარიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ:ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა გაიზარდა - იხილეთ დასვენების დღეები და სწავლის განახლების თარიღირამდენი დღე დაისვენებენ მასწავლებლები 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში?2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი