აქვთ თუ არა პედაგოგებს ჯანმრთელობის დაზღვევა? უფინანსდებათ თუ არა მათ ოჯახის ექიმთან ვიზიტი, ანალიზები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება თუ გეგმიური ქირურგიული ოპერაციები? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ბევრ მასწავლებელს აინტერესებს.
როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, მასწავლებლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არიან დაზღვეულნი და მათზე შესაბამისი სადაზღვევო პაკეტი მოქმედებს.
2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, სადაც ერთ-ერთი სწორედ პედაგოგებს ეხება. გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პირობებისა, მასწავლებლებს არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
იხილეთ ცხრილი, სადაც გაწერილია რა სამედიცინო მომსახურებები უფინანსდებათ მასწავლებლებს სახელმწიფოსგან.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ განათლების სფეროში ბევრი პენსიონერი პედაგოგი მუშაობს, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის დაზღვევა განსხვავებულია. იხილეთ ჯანმრთელობის დაზღვევის ცხრილი პენსიონერი მასწავლებლებისთვის.
აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.