თელავის N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის საიტერესო და სახლისო ექსპერიმენტები
10-10-2016
თელავის N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი უკვე მე-2 წელია მონაწილეობს სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც  ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. 



მოსწავლეები საიტერესო და სახლისო ექსპერიმენტებით წარდგნენ დამთვარიელებლების წინაშე.

მათ ვიაპ კარავში უმასპინძლეს განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და ასევე, განათლების ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს.





პიკნიკზე პროგრამას ორგანიზებს უწევდნენ ბიოლოგიის პედაგოგი ეკატერინე გურგენაშვილი და ქიმიის პედაგოგი მაია ფიცხელაური.

შეგახსენეთ, რომ ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

სამეცნიერო პიკნიკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2012 წლიდან ყოველწლირად ღია ცის ქვეშ ტარდება და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია. 

პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203