ასპინძის სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სამყაროში ამოგზაურა
31-10-2017

ასპინძის სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში, პროექტი ''ჩვენ ვკითხულობთ და ვსწავლობთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს'' განხორციელდა.

პროექტი პედაგოგმა ნინო ფილიშვილმა მე-2 კლასში განახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა რობერტ შეშაბერიძემ მათ მოთხრობა ''უსუნო ყვავილი'' წაუკითხა.

მოსწავლეებს დაურიგდათ ტექსტი ''ჯიუტი თხები''. მათ მოთხრობა წაიკითხეს, იმსჯელეს და შექმნეს შესაბამისი ილუსტრაციები. მოსწავლეების ნახატები კი საკლასო ოთახში გამოიფინა.

როგორც ნინო ფილიშვილმა აღნიშნა, მოსწავლეებმა სიამოვნებით იმოგზაურეს გოგებაშვილის სამყაროში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203