კერძო სკოლა ''ანაბასისის'' მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება მხატვრულად და საინტერესოდ წარმოადგინეს
31-10-2017
იაკობ გოგებაშვილის კვირეულში კერძო სკოლა ''ანაბასისის'' დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლის წარმომადგებლები აღნიშნავენ, ყველა სახელმძღვანელო ეფუძნება იაკობ გოგებაშვილის დედაენას: 

''ყველა სახელმძღვანელო ეფუძნება იაკობ გოგებაშვილის დედაენას შესაბამისად, მნიშვნელოვანია უკეთ გავაცნოთ მოსწავლეებს დედაენის შემქმნელის ცხოვრება და მოღვაწეობა.

''ანაბასისის'' სკოლაში შედგა კათედრის სხდომა და ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა საინტერესო სამოქმედო გეგმა. დაიგეგმა კლასის საათები. შეირჩა განსახორციელებელი აქტივობები.
 
I კლასში ლიტერატურული საღამო "იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად" სახელწოდებით გაიმართა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, მხატვრულად და საინტერესოდ წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება და გააცოცხლეს პერსონაჟები. კვირეულმა საინტერესოდ ჩაიარა, ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი აზა მალაღურაძე.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203