ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ
31-10-2017
ვაქირის საჯარო სკოლამ საახალწლო კონკურსისთვის მზადება უკვე დაიწყო. ''ჩემი ნაძვის ხე'' ასე ჰქვია კონკურსს, რომლის მიზანია ნივთების ხელმეორედ გამოყენების პოპულარიზაცია.

კონკურსის ავტორები არიან მე-4 კლასის მოსწავლე მია ვარაზანაშვილი და მე-8 კლასის მოსწავლე ანა კვირიკაშვილი.

მოსწავლეებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-ის გამოფენა-გაყიდვაში სურთ მონაწილეობა, რისთვისაც მათი საკონკურსო ნამუშევრების გაზიარებაა საჭირო. ამიტომ ყველას ერთი თხოვნით მიმართავენ:

''გთხოვთ, გააზიაროთ ნამუშევრები, რათა მონაწილეობა მივიღოთ CENN-ის საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.''

იხილეთ საკონკურსო ნამუშევრები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203