ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლა-პანსიონებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მათ დაცული ჰქონდეთ ყველა ის ნორმა, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
„ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა ყველა მხარესთან, ვინაიდან ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოება და ყველა ის სტანდარტი და ნორმა ბავშვის იქ (სკოლა-პანსიონში) დაბრუნებისთვის უნდა იყოს დაცული. სამინისტრო ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ ჩვენ მივაღწევთ იმ დადებით შედეგს, რომელიც ყველაზე კეთილსაიმედო იქნება ჩვენი ბავშვებისთვის“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო ჯარიმების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, რეგულაციების დაცვა და ბავშვებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნაა.
„ჩვენ ასეთი განსხვავება არ გაქვს, აქ მნიშვნელოვანია რა სახის დარღვევები არის გამოკვეთილი, ამ დარღვევების გამოსასწორებლად მათ მიეცემათ კონკრეტული მითითებები მათ გამოსწორების შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას დაჯარიმდეს თუ არა ეს სკოლა-პანსიონი. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ჯარიმების რაოდენობა, არამედ იმ დარღვევების ხარისხი, რომელსაც შეიძლება ზიანი მოჰქონდეს კონკრეტულად ბავშვების იქ დაბრუნების პერიოდში მათი ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.