კერძო სკოლა ''ანაბასისის'' მოსწავლეები მათემატიკაში ცოდნას დამატებითი მეცადინეობებით გაიღრმავებენ
31-10-2017
სკოლა ანაბასისის მე-3 კლასის მასწავლებელმა შორენა მუმლაძემ 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში შექმნა სასკოლო წრე მათემატიკაში, რომელიც მთელი სასწავლო წლის მანძილზე იმუშავებს

სასკოლო წრის სახელწოდებაა: ''საწრეო მუშაობა მათემატიკაში'' და მისი მიზანია სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის გაღრმავება მათემატიკაში. 

იხილეთ განრიგი:

6 ოქტომბერი - რიცხვების შეკრება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით

13 ოქტომბერი - უცნობი წევრის პოვნა,შეკრება გამოკლების გამოყენებით

20 ოქტომბერი - საუბარი ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებზე

3 ნოემბერი - გავიხსენოთ სიგრძის ერთეულები

10 ნოემბერი - ჯგუფური მუშაობის გამოყენებით შევადგინოთ ფიგურები

17 ნოემბერი - 1000-ზე მეტი რიცხვების გამოსახვა

24 ნოემბერი - ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს 

1 დეკემბერი - რიცხვი რამდენ ასეულს და ათეულს შეიცავს

8 დეკემბერი - რიცხვების შედარება

15 დეკემბერი - დათვლა ათეულებით,ასეულებით

22 დეკემბერი - დავასახელებთ რიცხვის უახლოეს ათეულს,ასეულს

29 დეკემბერი - ტევადობის საზომი ერთეული-ლიტრი

5 იანვარი - მოქმედებათა შესრულება თანმიმდევრობით

12 იანვარი - მართკუთხა პარალელიპიპედი

26 იანვარი - 1-ის გამრავლება რიცხვზე,რიცხვის გამრავლება 1-ზე

2 თებერვალი - 10-ის გამრავლება რიცხვზე

9 თებერვალი - შემაჯამებელი მუშაობა

16 თებერვალი - შეკრებისა და გამრავლების უცნობი წევრების პოვნა

23 თებერვალი - ზეპირი ანგარიშის ხერხების გამოყენება

2 მარტი - რიცხვების გამრავლება

9 მარტი - ამოცანები ამოხსნა (ვიყენებთ 2-ზე გამრავლებას)

16 მარტი - 5-ზე გაყოფა

23 მარტი - გავამრავლოთ 10-ზე,გავყოთ 10-ზე

30 მარტი - გავამრავლოთ 1-ზე,გავამრავლოთ 0-ზე

13 აპრილი - გავამრავლოთ 3-ზე,გავყოთ 3-ზე

20 აპრილი - შევადგინოთ გამრავლების ცხრილი

27 აპრილი - შემაჯამებელი მუშაობა

4 მაისი - რიცხვითი გამოსახულების შედგენა

11 მაისი - გამრავლებისა და გაყოფის უცნობი წევრის პოვნა

18 მაისი - მაგალითების შედგენა,მათემატიკური ნიშნების გამოყენებით

25 მაისი - მათემატიკურ ტერმინებზე მუშაობა

1 ივნისი-გამრავლების და გაყოფის მოქმედებების ურთიერთ კავშირი

8 ივნისი - რიცხვის გამრავლება ნამრავლზე

15 ივნისი - მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა

22 ივნისი - შემაჯამებელი მუშაობა

გაკვეთილი კვირაში მხოლოდ ერთხელ, პარასკევ დღეს, ჩატარდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203