საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს
31-10-2017
საქობოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარდა ღონისძიება ''მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას''.

ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ''დედაენაზე'' შექმნილი ლექსები და სიმღერები. მოსწავლეებმა საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. 

''ბავშვები დიდი მოდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები მაქსიმალურად წარმოაჩინეს. ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო,'' - აღნიშნეს საქობოს სკოლის მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203