''თავისუფალი გაკვეთილის'' გეგმა სენაკის N1 სკოლის მაგალითზე
31-10-2017

სენაკის N1 სკოლაში, პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, რიგით მე-3 გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი, რომლის თემა იყო ეკოტურიზმი, ხელოვნების მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ ჩაატარა.

იხილეთ გაკვეთილის გეგმა.  

გაკვეთილი დაიწყო წინა გაკვეთოლის გახსენებით, შემდეგ მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიფჩარტს, რომელზეც წერია სიტყვა ეკოტურიზმი და  ეკითხება მოსწავლეებს რა ახსენდებათ სიტყვა ეკოტურიზმზე, პასუხები ფიქსირდება ფლიფჩარტზე. 

მუშაობა მცირე ჯგუფებში. 

მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგებს ფერად  ბარათებს. თითოეულ ბარათზე დატანილია კონკრეტული აქტივობა,თითოეულმა მოსწავლემ  ფერადი ბარათის  მიხედვით უნდა მოძებნოს თავისი ფერის ჯგუფი. მასწავლებელი ამ პრინციპით კლასს ყოფს მცირე ჯგუფებად.   მოსწავლეებმა  ჯგუფში უნდა დაახარისხონ აქტივობები ორი კრიტერიუმის მიხედვით: რომელია შედარებით ეკოლოგიურად უსაფრთხო აქტივობა და რომელი აქტივობა ახდენს დადებით ზეგავლენას ადგილობრივ თემზე.მოსწავლეები აფასებენ აქტივობებს, მსჯელობენ და ალაგებენ მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით. 

მასწავლებელი აკრავს დაფაზე ფლიპჩარტზე გამზადებულ ცხრილს სამი კატეგორიით.

1.     ეკოლოგიურად უსაფრთხო;

2.     მოსახლეობისთვის სარგებლის მომტანი;

3.     არც ერთი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი გამოდის დაფასთან და ცხრილში მითითებულ კატეგორიებში აჯგუფებს მათ მიერ არჩეულ შესაბამის აქტივობებს;

შემდეგ მასწავლებელი აკეთებს განმარტებას, რომ ეკოტურისტული მოგზაურობა აუცილებლად უნდა მოიცავდეს  ორივე კომპონენტს -  გარემოს დაცვას და სარგებელს ადგილობრივებისთვის.  აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებს ავალებს 5 წუთის განმავლობაში ჩამოაყალიბონ ეკოტურიზმის განმარტება გაითვალისწინონ უკვე მიღებული გამოცდილება და გამოიყენონ ის ასოციაციური სიტყვები, რომლებიც გაკვეთილის დასაწყისში დაასახელეს.

სამუშაოს დასრულების შემდეგ  თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე წარადგენს ეკოტურიზმის განმარტების მათ ვარიანტს;

საბოლოოდ, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პრეზენტაციას ეკოტურიზმის არსის, მისი სახეობების და პრინციპების შესახებ, აჯამებს გაკვეთილს და ხაზს უსვამს, დასვენება და გართობა როგორ შეიძლება იყოს კავშირში ბუნებასათან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

გაკვეთილი ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე, ისტორიის მასწავლებელი ნესტან გოგოხია და დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე შურღაია.

ავტორი: სენაკის N1 სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203