ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმერეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრნენ
31-10-2017
ორბელის საჯარო სკოლის მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ექსკურსიით იმერეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრნენ. 

როგორც ისინი აღნიშნავენ, პრომეთესა და სათაფლიის მონახულება მათთვის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრის ტოლფასი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მღვიმეებში მოწყობილი დარბაზები. შემდეგ კი გელათისკენ აიღეს გეზი.

ისინი მოკრძალებით დადგნენ დავით აღმაშენებლის საფლავთან და ანა კალანდაძის ლექსი ''ფეხი დამადგით გულზე დამადგით ფეხი ყოველმან'' შეასრულეს. მოწამეთაში კი წმინდანების ნაწილებს ემთხვივნენ. დღის ბოლოს მოსწავლეები პარკში გაერთნენ.

''საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდე, ყველგან ზღაპრულ სამყაროში მოხვდები. ამჯერად ჩვენ იმერეთის მხარეში არსებული ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. ეს ექსკურსია საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში,'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203