გაიხსნება თუ არა სკოლები 31 იანვრიდან - განათლების სამინისტროს პასუხი
21-12-2020

2020 წელი, გამოცხადებულ „ლოქდაუნთანერთად, დასასრულს უახლოვდება და წესით, 16 იანვრიდან, დაწესებული შეზღუდვებიც უნდა მოიხსნას; ხოლო დიდი ქალაქების სკოლებში კი დისტანციური სწავლება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. Etaloni.ge დაინტერესდა, რა მოხდება ამ თარიღის შემდეგ და აღდგება თუ არა დიდი ქალაქების, მათ შორის, თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში?

გამომდინარე იქიდან, რომ ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება არ გამოქვეყნებულა, ამ კითხვით განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით, საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და არც კონკრეტული გადაწყვეტილებები არსებობს, აქედან გამომდინარე კი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აღდგენა დიდი კითხვისნიშნის ქვეშაა და ახლავე აგიხსნით, რატომ?

10 დღეში არდადეგები იწყება, 15 იანვრამდე, ოფიციალურად, დასვენებაა გამოცხადებული, შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა. არც ბრძანება არსებობს, როგორი ფორმით უნდა წარიმართოს მეორე სემესტრი და ვერც იმას ვიტყვით, ამ საკითხზე ნაფიქრი აქვთ თუ არა შესაბამის სტრუქტურებს, ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკლასო ოთახებს მოსწავლე-მასწავლებლები, ჯერ ვერ დაუბრუნდებიან.

ასევე იხილეთ: ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა გაიზარდა - იხილეთ დასვენების დღეები და სწავლის განახლების თარიღი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203