დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
10-10-2016
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულებს 1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.  



მოსწავლეები საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალის მოხალისეები არიან. მათ ტკბილეული გადასცეს ხანდაზმულებს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს მათ.



"ეს მცირედიც კი საკმარისი აღმოჩნდა მათი ღიმილისა და ბედნიერებისათვის." - აღნიშნეს მოსწავლეებმა.     
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203