იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების საკითხი ექიმთან ერთად განიხილეს
31-10-2017
იორმუღანლოს სკოლა ჩართულია პროექტში ''საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება''.

პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი მუშაობს თემაზე ''ნაადრევი ქორწინება'', მათ პროექტით გათვალისწინებული არაერთი აქტივობა განახორციელეს.

ერთ-ერთი მათგანია, სოფლის ექიმის, ალიმ მირზალიევის სკოლაში მოწვევა. ექიმი უფროსკლასელებს ნაადრევი ქორწინების თანმდევ გართულებებზე ესაუბრა.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, საკითხი აქტუალური და პრობლემატურია.

''ნაადრევი ქორიწინების თემა ძალიან აქტუალური საკითხია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ თემის განხილვა უფროსკლასელებთან, მოწვეულმა ექიმმა კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203