განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2021 წელს უნივერსიტეტებში ბაღის პედაგოგების მომზადების საბაკალავრო პროგრამა შეიქმნება და განისაზღვრება მათი ანაზღაურება.
“2021 წლიდან უნივერსიტეტებში დაიწყება აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამების განხორციელება. დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. იგეგმება ბაღიდან სკოლაში ტრანზიქციის პროგრამების შექმნა”,- აღნიშნა განათლების მინისტრმა.