ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ''კიბეროლიმპიადა 2017''-ში მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
31-10-2017
ვარდისუბნის სკოლის VII და X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ''კიბეროლიმპიადა 2017''-ში, რომელიც სასტუმრო ''რედისონ ბლუ ივერიაში'' ჩატარდა. ოლიმპიადა ''მონაცემთა გაცვლის სააგენტოს'' ჯგუფ  CERT.GOV.GE-ის ორგანიზებით გაიმართა.

ოლიმპიადაში სკოლის მონაწილეობას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობდა.

ოლიმპიადის წესების შესაბამისად, სკოლაში ორი გუნდი შეიქმნა ''ვარდისუბანი'' და ''ჰერეთი''. თითოეული გუნდი სამი მონაწილისაგან შედგებოდა. ''ვარდისუბნის'' კაპიტანი გიორგი ჩხიტუნიძე იყო, ხოლო გუნდის წევრები - ზურაბ გაჩეჩილაძე და დავით გოგოლაძე. ''ჰერეთის''კაპიტანი კი ეკა გოგოლაძე იყო, ხოლო წევრები - გურამ გოგოლაძე და ლუკა ნაცვლიშვილი.

ოლიმპიადია მიზანად ისახავდა კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენასა და წახალისებას, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

''კიბეროლიმპიადის მეშვეობით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისათვის, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა,'' - აღნიშნა ხათუნი ასანიძემ.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის წარმომადგენლები თანადგომისათვის მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს მანანა ბახტურიძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს თამარ კაპანაძეს, VII კლასის დამრიგებელს ნადეჟდა წიქარიშვილს, X კლასის დამრიგებელს ნინო კორაშვილს და მონაწილე მოსწავლეთა მშობლებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203