2021 წლიდან სიახლე ესგ-ს შეეხება - სკოლების ავტონომიის გაზრდა და დირექტორების ახალი სტანდარტის შემუშავება იგეგმება
27-12-2020

ზოგადი განათლების სისტემა უნდა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს უნდა ჰქონდეთ მეტი ავტონომია - ამის შესახებ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

„იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე, 2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203