უფასო კვება სკოლებში - მიხეილ ჩხენკელის განმარტავს, აპირებს თუ არა სამინისტრო დიდ ბიუჯეტიანი პროექტის დანერგვას?
22-12-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბავშვთა კვების საკითხზე დიმიტრი ხუნდაძის კითხვას უპასუხა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბე დაუძლეველია და მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვთა არასრულფასოვანი კვება. მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველებს. ხუნდაძემ განათლების მინისტრობის კანდიდატს მიმართა კითხვით, ხო არაა დრო, რომ შეეჭიდონ არც თუ ისე მცირებიუჯეტიან საკითხს, რომელიც სკოლაში ბავშვთა კვებას უკავშირდება.

„ბავშვთა კვება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და unisef-თან ერთად დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. unisef-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რასაკვირველია, კომიტეტთან ერთად უნდა გავიაროთ საკითხი, რადგან ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან“,-აღნიშნა ჩხენკელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203