9 რეგიონში სასწავლო წლის ბოლომდე დისტანციურად ისწავლიან? - რა წერია განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც საჯაროდ არ დევს
23-12-2020

2020-2021 სასწავლო წელს 9 რეგიონში დისტანციური სწავლება სრულად ელექტრონული მოდელით წარიმართება.

2020-2021 სასწავლო წელს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ ბრძანება, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 27 ნოემბერს გამოსცა. დოკუმენტში წერია, დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელი შესაბამისი დანართების გათვალისწინებით უნდა წარმართონ: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლებმა.

ამასთან, განისაზღვრა იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებმაც 2020-2021 სასწავლო წელს დისტანციურ სწავლას ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით განახორციელებენ - თუმცა აღნიშნული სკოლების ჩამონათვალს ამჯერად ვერ გთავაზობთ, ვინაიდან, განათლების სამინისტროს ბრძანება, რომელსაც დანართები უნდა ახლდეს თან არ გამოუქვეყნებია.

დანართების გამოსაგზავნად ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა, რომელსაც კანონით განსაზღვრულ ვადებში (10 სამუშაო დღე) მოგვაწვდიდნენ.

რა თქმა უნდა, ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა მაინც გაუგებარია, რატომ არ აქვს გამოქვეყნებული სამინისტროს ერთი თვის წინ მიღებული ბრძანება საჯაროდ და რატომ დაეგზავნა სკოლებს ინდივიდუალურად.

იხილეთ ბრძანება: 


შეგახსენებთ, რომ ამავე ბრძანებაში აღნიშნულია რომ დიდი ქალაქის სკოლები საკლასო ოთახებში სწავლებას თებერვლამდე ვერ დაბრუნდება, ნაწილისთვის კი ონლაინ სწავლება გაურკვეველი ვადით გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სკოლებმა მიიღეს - სკოლების ნაწილი 1 თებერვალს იხსნება, ზოგან კი ონლაინ გაურკვეველი ვადით ისწავლიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203