ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენეს
31-10-2017
ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე და გარდაცვალებიდან 105-ე წლისთავს მიეძღვნა ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი ფატმან კლდიაშვილი უძღვებოდა.

მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები მოიძიეს და გაკვეთილზე წარმოადგინეს. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ინსცენირება და შეასრულეს ნახატები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით. ბოლოს კი ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს მწერლის სულს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203