სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა
დირექტორის მიმართვა


მოსწავლეებო!

იყავით  ჯანმრთელები,  გქონდეთ მოტივაცია სწავლისადმი და ჩამოყალიბდით სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებად.

კოლეგებო!

გიყვარდეთ ბავშვები, იყავით ტოლერანტულები მათ მიმართ, მიეცით ცოდნა და განუვითარეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც  ხელს შეუწყობს მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, რათა დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.

ნუნუ სილაგავა
სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა
სასკოლო საზოგადოება
სალხინოს საჯარო სკოლაში ამჟამად 204 მოსწავლე სწავლობს, მათ ემსახურებათ 23 მასწავლებელი, 4 დირექციის და 3 ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ერთი ექიმი, ერთი სპეც მასწავლებელი და 4 შტატგარეშე თანამშრომელი.სიამაყით გაგაცნობთ სკოლის მასწავლებლებს, დირექცია-ადმინისტრაციასა და ტექნიკური მუშაკებს, რომლებიც სკოლაში 2012 წლიდან დღემდე მოღვაწეობენ: მეტის ნახვა
მოსწავლეთა გვერდი
სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ბევრში არიან მრავალგზის გამარჯვებულები თუ ფინალისტები. გთავაზობთ მათი წარმატებების მცირე ჩამონათვალს:» მოსწავლეები არიან ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალიტები;» ქ. ბათუმში გამართული ლიტერატურული კონკურსი „ზღვაურის“ გამარჯვებულები;» არიან ახალგაზრდული საბჭოს მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრები;» ორგანიზაცია „ცოდნა  სინათლეას“... მეტის ნახვა
სკოლის ისტორია
სალხინოს საჯარო სკოლის დაარსების ისტორია იწყება 1889 წლიდან.  1913 წელს დღევანდელი სკოლის ეზოში სამეგრელოს მთავრის სალომე დადიან-მიურატის შვილის ბებე დადიან-მიურატის  მიერ დაიწყო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელმაც ახალმოსახლეობა იზეიმა 1916-1917 სასწავლო წლისათვის. ამავე ეზოშია იმდროინდელი ბაღიც, რომელიც დააგეგმარა და გაანაშენიანა დადიან-მიურატების მებაღემ მარკოზ სურმავამ. მის მიერაა დარგული კიპაროსები, მაგნოლიისა და წიწვოვანი... მეტის ნახვა
სკოლის შესახებ
სკოლას მოეპოვება ცნობები სკოლის დაარსებიდან 2009 წლამდე სკოლის გამგეებისა და დირექტორების ვინაობების შესახებ. გთავაზობთ მათ არასრულ ნუსხას: » იოსავა ბეგლარი მარკოზის ძე;  » გობეჩია კონსტანტინე ზაქროს ძე;   » ალშიბაია კალისტრატე; » პაპავა მაქსიმე ივანეს ძე; » ახვლედიანი ალიოშა ტარასის ძე; » თოდუა... მეტის ნახვა
სკოლის მიღწევები

სკოლის მოსწავლეებს 2014 წლიდან დღემდე „ჩემი პირველი კომპიუტერის’“ ფარგლებში მიღებული აქვთ 29 ლეპტოპი. 

2009 წლიდან დღემდე სკოლას ჰყავს 15 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალოსანი. 

სკოლის შესახებ იწერებოდა პრესაში, შუქდებოდა ტელევიზიაში, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ აქვს სალხინოს საჯარო სკოლას ღირსშესანიშნავი...

კურსდამთავრებულები (არასრული ნუსხა)
სკოლის კურსდამთავრებულებიდან განსაკუთრებით გამორჩეულები არიან: » შოთა ჭაჭუა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; » აკაკი ბერიშვილი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი; » შალვა გულორდავა - პილიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი;  » ისიდორე  ბასილაია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; » გივი ახვლედიანი - ინჟინერი; » ლილი გეგელია - ხელოვნების... მეტის ნახვა
სასკოლო ცხოვრება
ფორმალურ განათლებასთან ერთად, სალხინოს საჯარო სკოლაში მოქმედებს არაფორმალური განათლების არაერთი მიმართულება. » სკოლაში ფუნქციონირებს არაერთი წარმატებული კლუბი: ეკოკლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი, სამეწარმეო კლუბი, ქარგვის შემსწავლელი კლუბი, ბებია-ბაბუების კლუბი, მამების კლუბი. » ფუნქციონირებს ლიტერატურული სალონი „სიყვარულის სამეფო“ » გამოდის საველე და კედლის გაზეთები » ორგანიზდება სხვადასხვა სოციალური პროექტი. სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეებში... მეტის ნახვა
სოციალური პროექტები
სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური პროექტების განხორციელებას. გთავაზობთ საამაყო პროექტების არასრულ ნუსხას:  „მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა“ „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“ „ჩვენი მომავალი ჯანსაღი თაობა“ „ტყე სიცოცხლის დუღილის წყარო“ „მოექეცი ისე, როგორც გინდა მოგექცნენ“ „არ გვინდა ასეთი ბედნიერება“ „ერთად... მეტის ნახვა
ჩატარებული ღონისძიებები
სკოლა ამაყობს წარმატებულად ჩატარებული არაერთი ღონისძიებით, მათ შორის ლიტერატურული სალონის „სიყვარულის სამეფოს ეგიდით“. გთავაზობთ მათ არასრულ ჩამონათვალს: შეხვედრა რაიონში მცხოვრებ პოეტებთან (ილია კუხალაშვილი, დავით ჯანაშია); შეხვედრა ნოტარიუსთან და პოეტთან გოგოშა გეგელია; „სალხინო-პარიზი-სალხინო“ „მხცოვან პედაგოგთა გაცილება“ „სალხინოში ოქროს ფასი ერთი სიყვარულია“ „ფერთა ზეიმი“ „ყვავილების... მეტის ნახვა
მასწავლებლის გვერდი
მასწავლებლებს სკოლაში და მოსწავლეთა გულებში განუზომლად დიდი ადგილი უჭირავთ. სალხინოს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი სტატუსიანია, რომლებიც არიან მოტივირებულები, კოლეგიალურები, ერთ გუნდად შეკრულები და ზოგადად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას. კარგად უთავსებენ ერთმანეთს სკოლას, საზოგადოებრივ მუშაობას და ერთად ატარებენ თავისუფალ დროსაც. სკოლაში ჩამოყალიბებულია მომღერალ მასწავლებელთა გუნდი. სკოლას ჰყავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და... მეტის ნახვა
მშობლების გვერდი

სალხინოს საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას. ისინი აქტიურად არიან ჩართულები სკოლის პროექტებსა თუ სხვადასხვა ინიციატივაში - მორიგეობენ მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობენ სოციალურ პროექტებში, ღონისძიებების გამართვაში, მათ შორის, მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში, მშობელთა თვითმმართველობაში, სამეურვეო საბჭოს მუშაობაში და ა.შ. 

 

სკოლის სახელობა

სკოლისათვის სახელის მინიჭება

სკოლის, მთელი სოფლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საამაყოდ, 2013 წელს სკოლას მიენიჭა რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დაღუპულის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის ბესიკ ხულორდავას სახელი. 

ბესიკ ხულორდავას სკოლისთვის უცნობმა მეგობარმა კი 2022 წლიდან სკოლაში დააწესა გმირი მეგობრის სახელობის სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რომელსაც ყოველთვიურად სკოლის 6 მოსწავლე ღებულობს. 

 

სკოლის სიახლეები
მეტის ნახვა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203