განათლების მინისტრის პოსტი მიხეილ ჩხენკელმა მესამედ დაიკავა - მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდა
24-12-2020
პარლამენტმა 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიცია კვლავ მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მესამედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა პირველად მან 2017 წელს დაიკავა, 2018 წელს იგი მიხეილ ბატიაშვილმა შეცვალა, ხოლო 2019 წელს კვლავ მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მინისტრთა მოწვევის შემდეგ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა:

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203