„ძალიან ცუდია, 2021 წელს დაგეგმილია კონკურსის ჩატარება“ - გახარია არაქართულენოვან სკოლებზე, რომლებსაც დირექტორები არ ჰყავს
24-12-2020

„ძალიან ცუდია“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ არაქართულენოვან სკოლებში დირექტორობის არ არსებობის პრობლემაზე დეპუტატის სალავან მირზოევის მიერ დასმულ კითხვას და კონკურსის ჩატარება დაანონსა. 

„ძალიან ცუდია. 2021 წელს დაგეგმილია ამ კონკურსის ჩატარება. კონკურსი იქნება ღია და ყველა, ვინც დააკმაყოფილებს (გახდება დირექტორი). გასაგებია, რომ ამოცანაა, რომ სკოლა დირექტორის გარეშე არ უნდა დარჩეს“, - პასუხობს გიორგი გახარია დეპუტატს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი​ სავალან მირზოევის კითხვა კი შემდეგი იყო:

- არაქართულენოვან სკოლებს არ ჰყავთ დირექტორები, რაც იწვევს განათლების მიღების შეფერხებას და მენეჯმენტის ჩამოშლას. ამ სიტუაციას ვერ ავხსნით კანდიდატების არ არსებობით, რადგან უამრავი პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კურსდამთავრებული და ქართული ენის მცოდნე ადამიანები გვყავს აგვიხსენით თქვენი მოსაზრება. ამ მიმართულებით გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203